
ჩვენი სამხედროები და ჩვენი პრეზიდენტი ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მარიუპოლიდან ადამიანები დროულად გამოიყვანონ - აცხადებს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალექსეი დანილოვი მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მისი განცხადებით, პრობლემის მოგვარებას უკრაინა დიპლომატიური გზებითაც ცდილობს. დანილოვი ამბობს, რომ პუტინი არ გაჩერდება და მისი ერთადერთი ამოცანა უკრაინის მიწასთან გასწორებაა:
"პუტინი არ გაჩერდება და ეს ჩვენ კარგად ვიცით. ეს არ მოხდება არც 9 მაისს და არც სხვა დღეს. მას ერთადერთი ამოცანა აქვს და ეს ამოცანა ჩვენი ქვეყნის განადგურებას უკავშირდება. პუტინი უკრაინას ქვეყნად არ თვლის და მას ჩვენი ქვეყნის მიწასთან გასწორების გეგმა აქვს შემუშავებული. მას ასევე ჰქონდა საკონცენტრაციო ბანაკების შექმნის გეგმა. შემდეგ კი იქიდან მოქალაქეები ციმბირში უნდა გადაეყვანათ. იქ უკრაინელებს ქალაქებს ააშენებინებდნენ. ეს გეგმა პუტინმა შოიგუსთან ერთად განიხილა" ამბობს დანილოვი.
მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ ხერხდება რუსი ოკუპანტების მხრიდან, მუდმივი თავდასხმებისა და დაბომბვების გამო.