
ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკის მერის, ევგენი რიშჩუკის თქმით, რუსი ოკუპანტები ხვალიდან გეგმავენ, ქალაქზე სრული კონტროლის შესახებ გამოაცხადონ.
ის მოქალაქეებს მოუწოდებს, კომენდანტის საათის დროს გარეთ არ გავიდნენ და უსიამოვნებას თავი აარიდონ.
"ღამე შედარებით მშვიდი იყო. როგორც ვიცი, ხვალიდან რუსები ქალაქზე სრული კონტროლის გამოცხადებას აპირებენ. როგორც ვიცი, ახალი კანდიდატი ჰყავთ რომელიც ქალაქს "უხელმძღვანელებს". მკაცრი პატრულირება იქნება. კომენდანტის საათის დროს გარეთ არ გამოხვიდეთ და უსიამოვნებას თავი აარიდეთ. გყავს დაჭრილები, თანხა შევაგროვეთ, თუმცა მედიკამენტები ვერ ვიშოვეთ. სხვა ყველაფერი ნორმალურად არის და დღესასწაულისთვის ვემზადებით", - ამბობს რიშჩუკი.