
რუსეთი უარს არ ამბობს მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნის შტურმზე და ემზადება სამხედროებისა და FSB-ს ოფიცრების გასაგზავნად - განაცხადა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა ვადიმ სკიბიცკიმ.
"მათ ნამდვილად შეუძლიათ უარი თქვან აზოვსტალზე ფართომასშტაბიან თავდასხმაზე, მაგრამ, ჩვენი მონაცემებით, ისინი გეგმავენ "როსგვარდიის" და სხვა სტრუქტურების ჩართვას, მათ შორის FSB-სი, რომელიც გააგრძელებს ქარხნის შეტევას ჩვენი წინააღმდეგობის გასანადგურებლად", - თქვა სკიბიცკიმ.
შეგახსენებთ, პუტინმა აზოვსტალზე შტურმის გაუქმების ბრძანება გუშინ გასცა, თუმცა ბრძანა, რომ გააძლიერონ მისი ბლოკადა ისე, "ბუზიც ვერ შეფრინდეს".
ქარხანაში აზოვის ბატალიონის მებრძოლების გარდა, მშვიდობიანი მოსახლეობაც იმყოფება ისინი თვეზე მეტია ქარხნის აფარებენ თავს რუსულ ჭურვებს. უკრაინა მშვიდობიანი მარიუპოლელების ქალაქიდან ევაკუაციას ითხოვს და მსოფლიოს ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართავს, რუსეთი კი მხოლოდ ულტიმატუმებით საუბროს და "აზოვის" ბატალიონს მებრძოლებისგან იარაღის დაყრას მოითხოვს. აზოველები ულტიმატუმებს არ თანხმდებიან და იარაღს არ ყრიან.
იხილეთ ასევე: