
აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ პოპასნაიადან საევაკუაციო ავტობუსს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს - ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი ავრცელებს. ავტობუსში 25 ადამიანი იმყოფებოდა.
"ეს ევაკუაცია უკიდურესად საშიში იყო. 22 მგზავრი იჯდა. საკაცით გადაჰყავდათ 25 წლის ბიჭი, რომელიც ზურგისა და ფეხის არეში იყო დაჭრილი და პარალიზებული მოხუცი ქალი" - თქვა გაიდაიმ.
მისივე თქმით, არავინ დაშავებულა და მგზავრები ახლა უსაფრთხოდ არიან.