
რუსმა პროპაგანდისტებმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ, ახალი "ფეიკი" შექმნეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული Unian-ი საკუთარ ტელეგრამის არხში ავრცელებს.
ამჯერად საუბარია ვიდეომანიპულაციაზე. უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა მედიამ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში გადაღებულ ვიდეოში ზელენსკის სამუშაო მაგიდაზე გაურკვეველი თეთრი ფხვნილი "დაამატა".
"საფუძვლად აღებულია ზელენსკის ვიდეო, რომელიც 6 მარტით თარიღდება. ძნელი დასაჯერებელია, რომ (რუსები) შეიძლება იყოთ ისეთი სულელი, რომ ეს ვიდეო რეალურად ჩათვალოთ, მაგრამ ვინ იცის?!", - წერს უკრაინული მედია.