
მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, დღეს მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება.
ანდრიუშენკოს თქმით, კერძო ავტომობილებს შეუძლია, საევაკუაციო ტრანსპორტს შეუერთდეს, მაგრამ ავტობუსებში ასვლას მხოლოდ ქალები, ბავშვები და მოხუცები შეძლებენ.
"დღეს დილის 11:00 საათზე (ადგილობრივად) დაიწყება მარიუპოლის მაცხოვრებლების ევაკუაცია ზაპორიჟჟიაში სავაჭრო ცენტრიდან „პორტ სიტი" კოლონის გასვლა 12:00 საათზეა დაგეგმილი მარშრუტით: მარიუპოლი-მანჰუშ-ბერდიანსკი-ტოკმაკ-ორიხივი-ზაპორიჟია", - თქვა მან,
ცნობისთვის, ალყაში მოქცეულ მარიუპოლში 100,000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ საჭიროებს ევაკუაციას ქალაქიდან. ისინი რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის დაბომბვის ქვეშ არიან. უკრაინის ლიდერებმა მიმართეს რუსულ მხარეს, უზრუნველყოს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება, მაგრამ ევაკუაციის რამდენიმე წინა მცდელობა დაბომბვისა და მარშრუტების საფრთხის გამო ჩაიშალა.