ომის 59-ე დღე უკრაინაში | ბოლო ცნობები ქალაქებიდან

გამოქვეყნდა:

ომის 59-ე დღე უკრაინაში - მარიუპოლში მძიმე ბრძოლები გრძელდება. რუსი ოკუპანტები "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიას ისევ აქტიურად უტევენ.

რამდენიმე საათის წინ აზოვის პოლკმა "აზოვსტალის" ბუნკერიდან ვიდეო გამოაქვეყნა. 10-წუთიანი ვიდეო რგოლი გუშინ არის გადაღებული და იქ არსებულ ვითარებას ასახავს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბუნკერს ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებს თავს, მათ შორის ბავშვები. 

პარალელურად რუსები ინტენსიურად ბომბავენ ქალაქ ხარკოვს. რუსებმა 12-ჯერ მიიტანეს იერიში ლუგანსკის ოლქზე. პოპასნაში კი რუსულ ტყვიებს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ოკუპირებულ ხერსონის ოლქში კრემლი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს, როგორც ეს მოხდა თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების "აღიარების" წინ. ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ თუ "რეფერენდუმი" ჩატარდება, მოლაპარაკებები შეწყდება.

მსგავსი ვითარებაა კრემლის კონტროლის ქვეშ მყოფ მელიტოპოლშიც. გასულ ღამეს უკრაინელმა პარტიზანებმა ქალაქში 100-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს.

"ოკუპანტების მიზანია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარება და ყირიმთან სახმელეთო გზის მოწყობა. ამავე დროს, ოკუპანტები გადაჯგუფებას ახორციელებენ. ამ დრომდე არ წყვეტენ სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე იერიშის მიტანას. მტერი ხარკოვის ნაწილობრივ ბლოკირებასა და დასახლებული პუნქტებისკენ მძიმე არტილერიიდან იერიშებს არ წყვეტს. ინტენსიურად და ქაოტურად ბომბავს ქალაქ იზიუმს. აქტიურად ცდილობს სლავიანსკში წინ წაწევას. ამასთან ბლოკავს მარიუპოლს და აზოვსტალის ტერიტორიას. ისვრის ავიაციიდან და ფლოტიდან", - ამბობს გენშტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ შტუპუნი.

შეტევების მიუხედავად, ოკუპანტებს წინსვლა არ აქვთ, რადგან მათ იერიშებს უკრაინელები წარმატებით იგერიებენ. გარკვეულ პოზიციებზე უკრაინელებმა კონტრშეტევაზეც განახორციელეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი