
უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქის სამი დასახლებული პუნქტიდან რუსი ოკუპანტები განდევნეს - ინფორმაციას ხარკოვის გუბერნატორი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
"სასიხარულო ამბავი გვაქვს ფრონდის ხაზიდან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს მტრის წინააღმდეგ. სასტიკი ბრძოლები გუშინ მთელი დღის განმავლობაში გრძელდება. ჩვენმა ნაწილებმა რუსული ჯარის განდევნეს ბეზრუკის, სტალინოს, პრუდიანკას დასახლებებიდან და პოზიციები დაიკავეს", - წერს ოლეგ სინეგუბოვი.
მისივე თქმით, ხარკოვის ოლქში დამპყრობლები აგრძელებენ სროლას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
"დღის განმავლობაში დამპყრობლებმა 56 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიჭრა, 2 კი დაიღუპა", - დაწერა სინეგუბოვმა.