უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში 50-მდე რუსი ოფიცერი გაანადგურეს - არესტოვიჩი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და 50-მდე რუსი ოფიცერი გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. 

"სასიხარულო ამბებიდან: დავბომბეთ რუსეთის არმიის მოწინავე სამეთაურო შტაბი ხერსონის ოლქში, სადაც დაახლოებით 50 რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. მათი ბედი უცნობია, თუმცა ძლიერი აფეთქება იყო", - ამბობს არესტოვიჩი. 

მისივე თქმით, ოკუპანტებმა ზაპოროჟიესა და იზიუმის მიმართულებით რამდენიმე კილომეტრით წინ წაიწიეს.

"აქ საკითხავია: ისინი წინ წავიდნენ იმიტომ, რომ ჩვენები დაამარცხეს, თუ იმიტომ, რომ ჩვენები იქიდან გავიდნენ და შემოუშვეს. ეს ყველაფერი კილომეტრიანი პროგრესია, რომელიც არ შეესაბამება რუსეთის მიერ დასახული "ოპერაციის" მიზნებს", - თქვა არესტოვიჩმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი