
"გმირები" იდენტობის გარეშე - რუსეთი უკრაინის ომში "გამორჩეულ მეომრებს" აჯილდოებს, თუმცა არც მათს სახეებს აჩვენებს და არც ვინაობას ასაჯაროებს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა, Unian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაჯილდოებულები "მორცხვად მალავენ სახეებს და სახელებს არ ასახელებენ".
რუსულ პროპაგანდისტულ არხებზე დაჯილდოების კადრები ე.წ. ბლარით გააშუქეს.