მართალია აღდგომაა, თუმცა კომენდანტის საათი მაინც იმოქმედებს, რადგან მტრისგან ლაჩრულ ნაბიჯებს ველოდებით - ვიტალი კიმი

გამოქვეყნდა:

გასულ ღამესა და დღეს დილით რუსი ოკუპანტების ერთ-ერთი სამიზნე მიკოლაევი იყო. რეგიონის გუბერნატორი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მოქალაქეებს კვლავ სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

"ღამით სროლები ისევ ისმოდა. ოკუპანტების რაკეტა კაფეს დაეცა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. კედლები დანგრეულია და მინები ჩამსხვრეულია. შენობა დაცარიელებული იყო. მართალია აღდგომაა თუმცა კომენდანტის საათი მაინც იმოქმედებს, რადგან მტრისგან ლაჩრულ ნაბიჯებს ველოდებით. გთხოვთ, სახლში დღეს და ხვალ დარჩით. ქვეყანაში ომია და გარეთ ყოფნა საშიშია" - ამბობს ვიტალი კიმი. 

თავდასხმები ამ დრომდე გრძელდება ხარკოვშიც. 

"გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა ჩვენი ოლქზე იერიშები 56-ჯერ მიიტანეს. უმეტესად იერიშები სმერჩის ტიპის მძიმე არტილერიიდან და რეაქტიული არტილერიიდან მიიტანეს. რამდენიმე რაიონის მნიშვნელოვნად დაზიანდა. სამწუხაროდ 2 ადამიანი დაიღუპა. 19 კი მძიმედ დაშავდა. ყველაზე ცხელი წერტილი იზიუმია, სადაც ჩვენმა ჯარისკაცებმა მტერს სერიოზული ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმის რომ მტერი აქტიურად ცდილობს ჩვენი პოზიციების გარღვევას, წარმატებას ვერ აღწევს. კარგი სიახლეც გვაქვს. ჩვენი ბიჭები შეტევაზე გადავიდნენ. შეტაკებების შემდეგ მტერი კისლატინოდან, ბეზბროდან და ბროდიანკაამ გავდევნეთ და პოზიციები გავამყარეთ. ჩვენი არმია მარაგის შევსებას და კონტრშეტევების დაწყებას აგრძელებს", - ამბობს ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი

ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსები მარიუპოლში სამხედრო დანაშაულის კვალს ანადგურებენ. ცხედრების შეგროვებისა და დაწვის შემდეგ დილიდან ოკუპანტებმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობის დემონტაჟი დაიწყეს. მძიმე შეტაკებები გრძლედება "აზოვსტალის" ტერიტორიაზეც. რუსები კვლავ აზოვის პოლკის დაცვის ხაზის გარღვევას და ბუნკერებში შესვლას ცდილობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი