ბუჩას მერის ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცების მიერ ოკუპაციის დროს მოკლული ადამიანების ცხედრების შეგროვებისა და ექსჰუმაციის პროცესი, თითქმის, დასრულებულია.
ანატოლი ფედორუკმა თქვა, რომ ამ დროისთვის 412 ცხედარი იქნა აღმოჩენილი - უმეტესობა მათგანი ერთ მასობრივ საფლავშია ნაპოვნი.
"ნაპოვნია მშვიდობიანი მოსახლეობის დამწვარი სხეულები, ადამიანების, რომლებიც აწამეს და დახვრიტეს", - ამბობს ფედორუკი.
ამასთან, 700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული ჩერნიგოვის ოლქში. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა BBC-ს განუცხადეს.