
რუსული ტერორიზმის 59-ე დღე - მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის შესახვედრად ემზადება- ერთმორწმუნე რუსეთი კი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას განაგრძობს. პუტინის საომარი აღდგომა, სულ უფრო ცინიკური და სასტიკი ხდება. რუსი ოკუპანტები აანონსებენ, რომ რაკეტები წარწერით "ქრისტე აღსდგა", უკრაინის ქალაქებს და მშვიდობიან მცხოვრებლებს აღდგომის ღამესაც დაბომბავს; დღეს კი საჰაერო თავდასხმებს ოდესაში 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იბომბება ხარკოვი და მარიუპოლი, სადაც აზოვსტალის ქარხნის ბუნკერებიდან, დღეს, ბავშვების და ქალების საგანგებო მიმართვები გავრცელდა; უკრაინელები მთელ მსოფლიოს სთხოვენ, 2 თვიანი ტყვეობიდან გათავისუფლებაში და ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობაში დაეხმარონ; უკრაინის ხელისუფლება კი დღეს უკვე ოფიციალურად მოითხოვს, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა რუსეთი აღიარონ, როგორც ტერორიზმის ხელშემწყობი სახელმწიფო და მასთან ყოველგვარი კონტაქტები გააჩერონ;
ავტორი: ზურა პეტროსიანი