აი ასეთი აღდგომა გვაქვს. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, 1 თვის იყო. ნაძირალები არიან - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?, ნაძირალები არიან - ემოციური იყო პრეზიდენტი ზელენსკი ოდესის დაბომბვაზე საუბრისას. კიევში, მეტროპოლიტენის სადგურზე გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც უკრაინული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი ადამიანების ხოცვას არ წყვეტს აღდგომასაც კი: 

"7 რაკეტა ისროლეს - აი ასეთი აღდგომა გვაქვს. რაკეტები ესროლეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 18 თუ 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, ეს ბავშვი 1 თვის იყო. რა ხდება საერთოდ? ნაძირალები - სხვა რა სახელი უნდა შევარქვა. სხვა სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. ნაძირალები არიან. ამ დღეებშიც კი, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ღმერთისგან არიან?! რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?" თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ოდესაში დილიდან დაახლოებით 4 აფეთქება მოხდა. ერთი რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. რამდენიმე ბინა განადგურებულია. დაიწვა ეზოში მდგარი ავტომობილიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი