უკრაინაში სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი ვერ ესწრება
გამოქვეყნდა:
უკრაინაში სააღდგომო ღვთისმსახურებას მრევლი ვერ ესწრება. ფართომასშტაბიანი ომისა და ოკუპანტების მიერ შესაძლო პროვოკაციების გამო, მორწმუნეებს სთხოვეს, არ წასულიყვნენ ეკლესიებში შეერთებოდნენ სააღდგომო მსახურებას ონლაინ რეჟიმში.
წირვა-ლოცვას ეკლესიებში მხოლოდ სასულიერო პირები აღავლენენ.