21 800 ჯარისკაცი, 873 ტანკი, 2 238 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 24 აპრილის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ მორიგ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 24 აპრილამდე პერიოდს.

სამინისტროს ცნობით, აგრესორების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 21 800;
  • ტანკი - 873;
  • ჯავშანტექნიკა - 2 238;
  • საარტილერიო სისტემა - 408;
  • სარაკეტო სისტემა - 147;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 69;
  • თვითმფრინავები - 179;
  • ვერტმფრენი - 154;
  • სამხედრო საავტომობილო ტექნიკა - 1 557;
  • გემი/ნავი/კატარღა - 8;
  • საწვავის რეზერვუარი - 76;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 191;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 28
  • გამშვები OTRK / TRK / მობილური SRBM სისტემა - 4.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი