
ოდესაში, 23 აპრილს ოკუპანტების მიერ განხორციელებულ დაბომბვას ერთი ოჯახის სამი თაობა ემსხვერპლა - 3 თვის კირა, ბავშვის დედა ვალერია და ბებია.
ოდესელმა იური გლოდანმა ოჯახის წევრები ერთ დღეს დაკარგა - "თქვენ ჩემს გულში ხართ!"- დაწერა 3 თვის ბავშვის მამამ სოციალურ ქსელში.
28 წლის ვალერია ხერსონიდან იყო და ოდესის ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
ბოლო მონაცემებით, ოდესაში დაბომბვას 8 ადამიანი შეეწირა. მომხდარს პრეზიდენტი ზელენსკი გუშინ, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.