აღდგომის დილას რუსმა ოკუპანტებმა დონეცკში 14 და 5 წლის გოგონები მოკლეს

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქში, ოჩერეტინის დასახლებაში რუსი ოკუპანტების თავდასხმას 2 გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, აგრესორებმა დასახლებაზე იერიში დღეს დილით მიიტანეს. 

"აღდგომის დილას, რუსმა ოკუპანტებმა ოჩერეტინის დასახლებაში 2 ბავშვს სიცოცხლე წაართვეს. მირუს ქუჩაზე სახლი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა, დაინგრა, 14 და 5 წლის გოგონები დაიღუპნენ", - ამბობს კირილენკო.

მან თანამემამულეებს ფრონტის ხაზიდან ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. 

"გადაარჩინეთ თქვენი და თქვენი შვილების სიცოცხლე. ყველაფერ დანგრეულს აღვადგენთ, მთავარია, ურდო შევაჩეროთ და მშვიდობიანი მოსახლეობა გადარჩეს", - თქვა პავლო კირილენკომ.

ამასთან, მედიის ცნობით, უკრაინელმა მებრძოლებმა დონბასში რუსი ოკუპანტების 12 თავდასხმა მოიგერიეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი