წითელი ჯვარი რუსეთს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC) რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის და დაჭრილების გამოსაყვანად.

ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული: 

"ICRC ღრმად შეშფოთებულია მარიუპოლში შექმნილი ვითარებით, სადაც მოსახლეობას დახმარება ესაჭიროება. სასწრაფოდ არის საჭირო ჰუმანიტარული წვდომა, რათა მოხდეს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და ასობით დაჭრილის უსაფრთხოდ გაყვანა ქალაქიდან, მათ შორის "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

კომიტეტი აღნიშნავს, რომ არაერთხელ სთხოვა რუსეთს, დაუშვას მარიუპოლის მცხოვრებლების უსაფრთხოდ გაყვანა საომარი მოქმედებების ადგილიდან ან მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, თუმცა რუსეთმა ეს მიმართვები უპასუხოდ დატოვა.

მათივე ცნობით, ადგილზე იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის უსაფრთხოდ გაყვანას ასეთი შეთანხმების მიღწევისა და უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებისთანავე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი