
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია [ეუთო] ავრცელებს ინფორმაციას, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მათი მისიის რამდენიმე წევრი დააკავეს.
"ეუთო უკიდურესად შეშფოთებულია, რადგან მისიის რამდენიმე წევრს დონეცკსა და ლუგანსკში თავისუფლება აღუკვეთეს. ეუთო ყველა შესაძლო გზას იყენებს მათ გასათავისუფლებლად" აცხადებს ორგანიზაცია ტვიტერზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.