უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები, ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა სახლებში გადაასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავისუფლებისთვის ომში დაღუპული ქართველი მებრძოლები - ზაზა ბიწაძე და ალიკა ცაავა საკუთარ სახლებში არიან გადასვენებული. ალიკა ცაავას შაბათს, ზაზა ბიწაძეს კი სამშაბათს დაკრძალავენ.

ქართველი ჯარისკაცები 16 აპრილს, ლუგანსკის ოლქში, ქალაქ რუბეჟნოესთან დაიღუპნენ, მაშინ როდესაც კიდევ ერთი დაღუპული გმირის არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას ცდილობდნენ. რუსმა აგრესორებმა ის ავტომობილი ააფეთქეს, რომელშიც ქართველი მებრძოლები ისხდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი