საქართველოს მესამე პრეზიდენტთან სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები შეუშვეს. მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უქმე დღეს, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილისა და მისი უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად თვეების განმავლობაში ექიმებს რუსთავის ციხეში არ უშვებდნენ. რატომ მიიღო ახლა ეს გადაწყვეტილება უწყებამ ახლა, უცნობია. ექიმები დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ, მათ მომზადებულ დასკვნას საზოგადოებას ომბუდსმენი გააცნობს.
"ცოტა იმაზე უფრო უარესია, ვიდრე იყო, როგორც ჩანდა კიდეც სასამართლოზე, ესაა ზოგადი ნათქვამი. კიდურების დამორჩილება სულ უჭირდა შიმშილობის პერიოდში, ამ მხრივ დიდი ძვრები არ იყო. იყო რაღაც ძვრები, რომელსაც გამოვაქვეყნებთ თავისი დეტალებით და ახსნასაც შევეცდებით. სწრაფი გაუარესების ალბათობა ნაკლებია. ყველაფერს უკეთებენ, სამედიცინო თვალსაზრისით, რაც ექიმებს ხელეწიფებათ იქ არაფერს აკლებენ რასაც ვუყურებ. ვერ ვილაპარაკებ დეტალებზე, ასეთი მოლაპარაკება გვაქვს ომბუდსმენთან, თვითონ უნდა გამოვიდეს ხვალ ან ზეგ და ილაპარაკებს შეჯერებულ გადაწყვეტილებებზე", - თქვა კონსილიუმის წევრმა ექიმმა, თენგიზ წულაძემ.
საკითხზე იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.