მკვლელობა ქარელში - "მთავარი არხის" ინფორმაციით, სოფელ დირბში კვირას, აღდგომის დღეს 22 წლის ბიჭი მოკლეს. მას მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
შემთხვევა სოფლის ცენტრში, ერთ-ერთ მარკეტთან მოხდა. დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
"მთავარის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ადგილობრივი არაა და ის დღესასწაულთან დაკავშირებით სოფელში სტუმრად იმყოფებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.