"ბორია ჩემო ძვირფასო" - ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის მორიგი ჩანაწერები გავრცელდა

გამოქვეყნდა:

სოციალურ ქსელში "კიბერ კმარა"  "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის მორიგ ჩანაწერს ავრცელებს. სატელეფონო საუბრის მიხედვით, ისინი თბილისში რუსი ბიზნესმენების შეხვედრაზე საუბრობენ.

აუდიო ჩანაწერები 2022 წლის 10 და 12 მარტით თარიღდება. ცნობისთვის, ევტუშენკოვი Sistemas-ს დამფუძნებელი მილიარდელია, რომელიც სანქცირებულთა შორის მოხვდა.

10 მარტი ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს ეუბნება, რომ სნქციების გვერდის ავლით სურს იმოქმედოს და მისტვის კონკრეტული შეთავაზება აქვს. საუბარში ისმის, რომ ის საუბრობს ალი უზდენოვზე, მის წარმომადგენელზე, ვიცე-პრეზიდენტზე და ამბობს რომ ეს პირი და დავითი ჩამოვლენ თბილისში და ივანიშვილს გაესაუბრებიან. 

ვინაა დავითი ჩანწერში დაკონკრეტებული არაა, თუმცა სავარაუდოა, რომ იგულისხმება დავით ხიდაშელი, რომელიც ევტუშენკოვის პარტნიორია.

მეორე ჩანაწერში, რომელიც 12 მარტით თარიღდება, ოლიგარქი ამბობს, რომ თბილისში პრემიერმინისტრს ხვდებიან მისი წარმომადგენლები, ალი უზდენოვი და დავითი. ის სთხოვს ივანიშვილს, რომ ის წარმომადგენლები მას პირადადაც გაესაუბრონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი