ევტუშენკოვი ადასტურებს, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნდა:

რუსი სანქცირებული ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი "ფორმულასთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი, ალი უზდენოვი თბილისში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

ოლიგარქი ამბობს, რომ შეხვედრა "მგონი მარტში" შედგა და მათ "მგონი დასვენებასთან დაკავშირებით" ისაუბრეს. 

ცნობისთვის, ამ თემაზე საუბარი იყო 25 აპრილს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში.

"ბოლოს ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ დაბადების დღე მივულოცე. ჩანაწერი მილიონი გავრცელებულა, არ ვიცი, ბევრი მაგ ჩანაწერებიდან ფეიკია. საქართველოში იყო ალი უზდენოვი, პრემიერსაც შეხვდა. არ მახსოვს, როდის, მგონი, მარტში. მიზანი არაფერი პოლიტიკური არ იყო, მგონი, დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. სჯობს, მას კითხოთ. ნებისმიერ შემთხვევაში ეს იყო რიგითი ვიზიტი. ივანიშვილთან საქმიანი არა, მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა [მაკავშირებს]. არც არასდროს მქონია [საქმიანი], მაშინაც კი, როცა ივანიშვილს ბიზნესი ჰქონდა, არც გვქონდა კომუნიკაცია, ყოველთვის ვმეგობრობდით", - ამბობს ევტუშენკოვი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი