ჯარისკაცი, რომელიც შესაძლოა გორჯესტანის ჩვენების გამო დააკავონ, პრეზიდენტის შურისძიებაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

აგვისტოს ომის მონაწილე, გიორგი რუსიტაშვილზე საქართველოს ხელისუფლება მალე ძებნას ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოაცხადებს. ქართულ ციხეში ქართველ სამხედროს ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. 

შეირაღებული ძალების ყოფილი წევრი, 2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს სახელით იბრძოდა, ახლა კი რუსულ ოკუპაციას უკრაინაში ებრძვის. 

ერთწლიანი პატიმრობა, გიორგი რუსტაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ, დაუსწრებლად შეუფარდა. მთავარი მტკიცებულება, რის გამოც აგვისტოს ომის მონაწილე, ციხეში გაუშვეს, სალომე ზურაბიშვილის Facebook გვერდია. პრეზიდენტად არჩევამდე მან სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში აგინა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზურაბიშვილმა აფხაზეთი განგრენად მოიხსენია, რომელიც საქართველომ უნდა მოიკვეთოს, უმცროსი სერჟანტი გიორგი რუსიტაშვილი ზურაბიშვილის ვაჟის თეიმურაზ გორჯესტანის Facebook გვერდზე შევიდა და პრეზიდენტობის კანდიდატის ფოტოს ქვეშ კომენტარი დატოვა და ასევე აღნიშნა, რომ ზურაბიშვილს ამ ღალატს არ აპატიებდა და „ოცნების“ რჩეულს „უჯიშო“ უწოდა. სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ ეს ყველაფერი თეიმურაზ გორჯესტანმა დასქრინა და დედას გაუგზავნა.

პროკურატურამ დაადგინა, რომ ჯარისკაცის კომენტარებით, პრეზიდენტის ვაჟი შეშინდა, რის გამოც მას დაცვა დაუნიშნეს, იგივე შინაარსის გზავნილები მიიღო ქეთევან გორჯესტანმაც თუმცა მოსამართლეს უთხრა, რომ, ამის გამო შიში არ განუცდია.

ქართველი ჯარისკაცი ფიქრობს, რომ ის ერთი წლით ციხეში არა Facebook გინების და მუქარის, არამედ შურისძიების გამო გაუშვეს. საქართველოს ხელისუფლებას კი აქვს ჯარისკაცები 87-კაციან სია, ვისაც სხვადასხვა მეთოდებით სჯის, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი 2018 წელს სალომე ზურაბიშვილს მისი საარჩევნო კამპანიის გამო დაუპირისპირდნენ და ღიად ამბობდნენ, რომ „ოცნების“ კანდიდატი სამშობლოს მოღალატეა.

„88 სამხედროს სია უდევთ იქ, როცა დასჭირდებათ აამოქმედებენ და შეიძლება დააკავონ კიდეც ეს ბიჭები“ - ამბობს სამხედრო.

გიორგი რუსიტაშვილი მარტო არ არის. მასთან ერთად საქმეები აღძრეს აგვისტოს ომის მონაწილეებზე, ვინც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს იბრძოდა. ყველა ამბობს, რომ დღეს ისინი შურისძიების მსხვერპლები არიან. 

გიორგი რუსიტაშვილი ახლაც რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. საქართველოს ხელისუფლებას ბორკილების დადებით მისთვის სწორედ საომარი მოქმედებების ეპიცენტრში მოუწევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი