სალომე ზურაბიშვილი "ქართულ ოცნებასთან" სრულ იდენტობას ადასტურებს. საქართველოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად საჯაროდ დაადასტურა მმართველი პარტიის ყველა პოლიტიკური პოზიციისადმი ერთგულება. ქვეყნის მეთაური, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიასთან ურთიერთობაში ამტკიცებდა, რომ არ ეთანხმება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ახლა რადიკალურად ცვლის რიტორიკას.
მორიგ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი სრული სიზუსტით იმეორებს მმართველი პარტიის, ანუ ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებს - ამბობს, რომ უკრაინასთან ურთიერთობას ოპოზიცია ძაბავს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას აზრი არ აქვს და მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებს.
მმართველი პარტია პრეზიდენტის ინტერვიუს აღფრთოვანებით ხვდება. ოპოზიცია და პოლიტოლოგები კი მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტმა უბრალოდ თავისი პატრონის მორიგი დავალება შეასრულა.