არსებობს სერიოზული გამოწვევები, მათ შორისაა 5 ივლისი, სიძულვილის ენა | ჰარცელი მედიაგარემოზე

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ამბობს, რომ საქართველოში მედიაგარემოს შეფასებაში 5-6 ივლისის მოვლენები წითელი ხაზი აღმოჩნდა. მისი თქმით, ამ კუთხით ქვეყანაში სერიოზული გამოწვევებია.

"ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმი არსებობს, თუმცა არსებობს სერიოზული გამოწვევები, ჩვენ ასეთ კონფერენციებზე ამ გამოწვევებს განვიხილავთ. მათ შორისაა 5 ივლისი, სიძულვილის ენა. უნდა აღვნიშნოთ რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტების უსაფრთხოება. ეთიკისა და პროფესიონალიზმის მიმართულებით ძალიან მაღალია პროფესიონალიზმის სტანდარტი საქართველოში",- ამბობს კარლ ჰარცელი. 

საერთაშორისო ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) დღეს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსი. საქართველო 2022 წლის ინდექსშიც პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება. მას 59.30 ქულა აქვს და 89 ადგილს იკავებს. 2021 წელს ქვეყენას 71.36 ქულა ჰქონდა და მე-60 ადგილზე იყო.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი