აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $40 მილიარდზე მეტი ღირებულების დახმარების გამოყოფას დაუჭირა მხარი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კანონპროექტის მომხრე წარმომადგენელთა პალატის 368 წევრი იყო, წინააღმდეგი კი 57. 

პროცედურის თანახმად, კანონპროექტი ახლა აშშ-ის სენატს გადაეგზავნება, რომელიც სავარაუდოდ, სწრაფად იმოქმედებს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2 კვირის წინ კონგრესს სთხოვა, უკრაინისთვის დამატებით 33 მილიარდი დოლარის გამოეყოთ, თუმცა კანონმდებლებმა გადაწყვიტეს, სამხედრო და ჰუმანიტარული დაფინანსება გაეზარდათ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი