ხელისუფლების შეტევა "მთავარზე" - მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიება და დაშინებული მოწმეები

გამოქვეყნდა:

მძიმე მუხლით დაწყებული გამოძიება და დაშინებული მოწმეები. სუს-ის რეპრესიული მანქანა ამუშავდა. დღეს, ხუთი საათის განმავლობაში, უსაფრთხოების სამსახურში მარნეულის ორი მკვიდრი იკითხებოდა. სავარუდოდ, დიალოგი გამომძიებლებთან მსუბუქი არ უნდა ყოფილიყო, რაზეც დაკითხვიდან გამოსული პირების განცხადებები მიანიშნებს. მოწმის სტატუსით დაბარებული ხანდაზმულები ციხით დააშინეს. სუს-ში კოვიდ19-ის ნაყიდ დიაგნოზთან დაკავშირებით "მთავარი არხის" სკანდალური რეპორტაჟის რესპონდენტები იყვნენ დაბარებული.

სუს-ში მოწმის სტატუსით დაბარებულმა რეპოდენტებმა, რომელთა შორის უხუცესი 80 წლის იყო, ზეწოლას ვერ გაუძლეს. ხუთსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ხელისუფელბამ ამ ეტაპზე თავის საწადელს მიაღწია, მოხუცები ოთხ წლამდე საპატიმრო სასჯელით დააშინა და ის მარნეულელი მოქალაქეები, რომლებიც კოვიდ სიკვდილიაონობის გაყალბებაზე საუბრობდნენ, გააჩუმა. 

თუმცა, მედიისთვის საგანგებოდ მომზადებული განცხადების შემდეგ, რუსულად დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა თარგმნის შეცდომა 20 ივნისს გასულ რეპორტაჟში, "შაბათის მთავარის" რეპსოდენტი ასე პასუხობს - იყო თარგმნის შეცდომა? - არა.

სუს-ში ძიება 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც საბოტაჟსა და სახელმწიფო უწყებების ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. ძიება ამ მიმართულებით რამდენიმე თვის წინ დაიწყო, როცა მარნეულში მცხოვრებ ადამიანებს ყალბი ესემესები დაუგზავნეს. 

სუს-ში ხუთი საათის განმავლობაში, ადვოკატის გარეშე, შვილიშვილთან ერთად კითხვადნენ 80 წლის არკინაზ გულიევას. 

"მთავარი არხის" რესპოდენტების სუს-ში დაბარება და მათი დაშინება გაგრძელებაა იმ პრაქტიკისა, როცა ხელისუფლება საგამოძიებო უწყებას ეთნიკურ უმცირესობებზე ზეწოლისთვის იყენებს. ბოლო კვირებია სუს-ში მარნეულში მცხოვრები მოქალაქეების რიგია. მიზანი კი გამოცოცხლებული სამოქალაქო აქტივიზმის ჩაკვლაა იმ რეგიონში, რომელიც არჩევნებზე სახელისუფლებო ხმების ბეღელის ფუნქციას ითავსებს.  

რატომ დაუკავშირა 20 ივნისს "მთავარის" ეთერში გასული სიუჟეტი სუს-მა თვეების წინ დაწყებულ ესემესების საქმეს და საბოტაჟის მუხლით დაწყებულ ძიებას, უცნობია. თუმცა "ქართული ოცნების" ლიდერებისთვის, როგორც ჩანს, ამ გამოძიების საბოლო შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს უმრაველესობის ლიდერი "მთავარს" უაპელაციოდ ადებს ხელს და კრიტიკულ მედიას, რომელმაც გაბედა კითხვები დაესვა, ქვეყანაში ყველა ბოროტების სათავედ აცხადებს. 

ხელისუფლების მხრიდან მედიის წინააღმდეგ დაწყებული ახალი, კამპანიური შეტევის მთავარი სამიზნე დღეს "მთავარი არხია". სუს-ში დღეს ისიც მიანიშნეს, რომ უახლეოს მომავალში ტელეკომპანიის ჟურნალისტები შესაძლოა დაკითხვაზე უკვე საბოტაჟის საქმეზე დაიბარონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი