კამპანია "მადლობა მშვიდობისთვის" გრძელდება - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს.
პრემიერმა ღარიბაშვილმა რეგიონალური ტურნე შიდა ქართლში დღეს დაიწყო. კასპში ღარიბაშვილს ტრადიციულად "მადლიერი მოქალაქეები" დაახვედრეს. ამჯერად მთავრობის კაბინეტის ხელმძღვანელმა მადლობა "მართლმადიდებლობისთვის" მიიღო.
"მოგესალმებით დიდი მადლობა მართლმადიდებლობისთვის და ამ ყველაფერი კარგისთვის, მადლობა სიმშვიდისთვის. უფალს მადლობა, რომ ახლა აღმოჩნდით იმ ადგილზე სადაც ხართ, რომ ჩვენც ომის ალში არ გაგვხვიეს", - ამბობს კასპის მცხოვრები.