მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვეს - მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატები მოსამართლისგან ითხოვდნენ, დაევალებინა პენიტენციური სამსახურისთვის ცენტრ ემპათიას ექსპერტების დაშვება მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას ესწრებოდა "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანიც.
შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც .
კონკრეტულად, როდის შევლენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილთან , ჯერჯერობით უცნობია.
დღევანდელი პროცესი ე.წ საზღვრის კვეთის საქმეზე რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ნინო ჩახნაშვილმა მომდევნო სასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12 საათზე ჩანიშნა.