"არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას" | "ემპათიას" ექიმები მიხეილ სააკაშვილს მომავალ კვირას მოინახულებენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მომავალ კვირას მოინახულებს. სხვადასხვა მიმართულების ექიმთა გაერთიანება, რომელიც უკვე კომპლექტდება, მესამე პრეზიდენტს კომისიურ ექსპერტიზას ჩაუტარებს და შესაბამის დასკვნას დადებს.

აქამდე სპეციალისტები მხოლოდ არსებული სამედიცინო დოკუმენტებით სწავლობდნენ მესამე  პრეზიდენტის მდგომარეობას, თუმცა გუშინ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა, ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მედიკოსებს 7-თვიანი ლოდინის შემდეგ, მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის ნება დართო.

ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი არ გამორიცხავს, რომ კვლევებისთვის საერთაშორისო ექსპერტებიც მოიწვიონ. ის სახელმწიფო უწყებებს მოუწოდებს, ამ პროცესს ხელი არ შეუშალონ.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სხვა გამოკვლევებიც არის საჭირო, რაც ჩაუტარდა, იმისგან განსხვავებული. რაც შეეხება ექსპერტიზას, დაიგეგმება, ჩატარდება კომისიური ექსპერტიზა, რაც გულისხმობს სხვადასხვა ექსპერტ-სპეციალისტის მონაწილეობას. არ გამოვრიცხავთ საერთაშორისო ექსპერტების მოწვევას. მოვუწოდებთ ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტროებს, ხელის შეშლას არ ჰქონდეს ადგილი, დაიცვან კანონი", - თქვა მარიამ ჯიშკარიანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი