კლინიკაში შემოსვლიდან, 5 კილოზე მეტი აქვს დაკლებული - კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივა მედში" დღეს კობა ნაყოფია იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა წონაში ისევ დაიკლო, ასევე, მკვეთრად გამოხატულია ზოგადი სისუსტეც. 

"როგორც თვითონ მითხრა, მაქსიმუმ დღეში შეიძლება ერთი-ორი ორცხობილა შეჭამოს ეგ არის მაქსიმუმი, რასაც მიიღებს ზოგადად ამ დღეების განმავლობაში. რაც შემოვიდა კლინიკაში, 5 კილოზე მეტი აქვს კიდევ წონა დაკარგული, რაც შემაშფოთებელია. პრობლემა არის იმაში, რომ ვერ ღებულობს საჭმელს. აღენიშნება ზოგადი სისუსტე. დღესაც რომ ადგა ვერ გადაადგილდა და უცებ წამოწვა. 
მიაჩნია, რომ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არის მძიმე და სოციალურ პრობლემებზე უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს ჩვენი მხრიდან, პოლიტიკოსების მხრიდან",- თქვა კობა ნაყოფიამ. 

ამავე თემაზე:

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი