ქართული ოცნების მსგავსად, კრემლის ერთგულებას საქართველოს საპატრიარქოც ადასტურებს. პატრიარქი, მისი ტახტის მოსაყდრე და ეპისკოპოსების ნაწილი რუსეთის პატრიარქისა და მთლიანად რუსული ეკლესიისადმი აშკარა არგაღიზიანების პოლიტიკაში არიან ჩართული. სინოდის წევრების უდიდესი უმრავლესობა, მაგალითად ამართლებს ქორეპისკოპოს შიო მუჯირის ქადაგებას, რომელშიც მან ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ ომებზე ისაუბრა და არა დაპირისპირებაზე რუსეთთან. მღვდელმთავრების დიდი ნაწილი იწონებს მისალოცსაც, რომელიც ანგელოზის დღეზე პატრიარქმა ილია მეორემ პატრიარქ კირილეს გაუგზავნა.
იხილეთ ასევე: