ივანიშვილის სანქცირება, ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია - გახარია 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ყოფილი პრემიერი,  გიორგი გახარია ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება. პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებლის განმარტებით, ეს ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების სანქცირებას

"ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, ფაქტობრივად, ქართული ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია. იმიტომ, რომ უმძიმეს შედეგს მოიტანს ქვეყნისთვის. ეს არ არის ერთი ცალკე აღებული ფიზიკური პირის სანქცირება.

თქვენ ნუ გგონიათ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვლაპარაკობთ, დელიკატურობას ვიცავთ, გვგონია, რომ მართლა პრემიერი პრემიერია, პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეა. ომმა ბევრი რამ შეცვალა, ახლა ეს ბევრს ჯერ გააზრებული არ აქვს. ომმა პოლიტიკა უაღრესად რეალური გახადა და ამ რეალურ პოლიტიკაში ყველას ძალიან კარგად ესმის აღქმების დონეზე საქართველოში რა ხდება, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც". - თქვა გიორგი გახარიამ ტვ პირველის ეთერში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი