გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულების რაოდენობა გაიზარდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ, დაპირისპირების კიდევ ერთი მონაწილე - საბა გოგშელიძე დააკვეს.
სხვა დეტალები გოგშელიძის დაკავებაზე ჯერჯერობით უცნობია.
17 დაკავებულინდან კი 14-ს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს. გამოძიება მათ ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება. არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს, მათ შორის არც არასრულწლოვანი, რომელსაც გამოძიებამ ბრალი სამივე მუხლით წაუყენა.
ბრალის წარდგენის პროცედურა დილიდან თბილისის, რუსთავის, მცხეთისა და დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში ჩატარდა.
სასამართლო დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ყველა ბრალდებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინება.