როტერდამში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობა გაიხსნა. დელეგატებს დონალდ ტუსკი მიმართავს. დარბაზში ცარიელია მიხეილ სააკაშვილისთვის განკუთვნილი სკამი. სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხა ტუსკმა.
შეგახსენებთ, რომ ყრილობაზე დასასწრებად ტუსკმა მიხეილ სააკაშვილი მიიწვია, თუმცა განცხადებას ენმ-ს თავმჯდომარე, ნიკა მელია გააკეთებს.