სასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია რუსთავი 2-გან კომპენსაციას, 5 მილიონ დოლარს ითხოვს

გამოქვეყნდა:

სასამსახურო ხელშეკრულების უხეში დარღვევისთვის, ნიკა გვარამია ტელეკომპანია რუსთავი 2-გან კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 5 მილიონ აშშ დოლარზე. განცხადება ამის შესახებ ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, ნიკა გვარამიას თანამდებობიდან გათავისუფლებით, ქიბარ ხალვაშმა კონტრაქტი დაარღვია:

"ნიკა გვარამიას რუსთავი 2-თან აკავშირებდა სასამსახურო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისი გათავისუფლება თანამდებობიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე იყო აკრძალული იმიტომ, რომ ამ ვადით იყო ის თანამდებობაზედ დანიშნული და ნიკა გვარამია ქიბარ ხალვაშის მიერ, გათავისუფლდა თანამდებობიდან ამ ხელშეკრულების მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რის გამოც ნიკა გვარამიას წარმოეშვა მოთხოვნის უფლება 5 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით. ეს არის ზიანი, რაც მას მადგა რუსთავი 2-ის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევით. თუ ვინმე დაზარალებულია ამ ურთიერთობაში, არის ნიკა გვარამიას. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ოფიციალურად, წერილობით ვაცნობოთ რუსთავი 2-ს ჩვენი პოზიცია და დაველოდოთ მათ პასუხს. 

პოზიცია ეხება ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნას იმიტომ, რომ ვინაიდან ნიკა გვარამია გაათავისუფლა ქიბარ ხალვაშმა კომპანიასა და ნიკა გვარამიას შორის დადებული სასამსახურო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების  უხეში დარღვევით, რუსთავი 2 ვალდებულია გადაუხადოს კომპენსაცია 5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით" - ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი