პოლონეთში მოკლული 24 წლის როზეტა ყალიჩავა სამშობლოში ჩამოასვენეს. სამი შვილის დედა საკუთარმა ქმარმა 25 მაისს მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით კი ბინას ცეცხლი წაუკიდა.
"ვიზუალურად დაზიანებები სხეულზე არაფერი ეტყობა, უკვე ბალზამირებულია. ყელის არეში ჭრილობა დაფარულია", - თქვა გარდაცვლილის ბიცოლამ, მანანა სიჭინავამ.
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია, მისი სამი შვილი კი ამ დრომდე პოლონეთში შესაბამის სამსახურში არიან გადაყვანილი. ბავშვების ჩამოყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
როზეტა ყალიჩავას ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით საჩივარი პოლიციაში ოთხჯერ ჰქონდა შეტანილი როგორც პოლონეთში ასევე საქართველოში. ბავშვების მამაზე შემაკავებელი ორდერი სამ ჯერ იყო გამოწერილი, თუმცა ამის მიუხედავად, დედა შვილების ნახვის უფლებას მაინც აძლევდა. ერთ-ერთი ვიზიტისას მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ რა დროსაც როზეტა ყალიჩავას მეუღლემ დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.