უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი გრიგოლიას მამა მიკოლაევში რუსების ტყვეობაშია - ნათესავები

გამოქვეყნდა:

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, გიორგი გრიგოლიას მამა ნიკოლაევში რუსების ტყვეობაშია და გარდაცვლილი შვილის ცხედართან მისვლას ვერ ახერხებს - ამის შესახებ გრიგოლიების ნათესავები საუბრობენ, რომლებიც საქართველოში, აბაშაში ცხოვრობენ.

ფრონტის ხაზზე დაღუპულის მამიდა და მამიდაშვილი ცხედრის ჩამოსვენებაში ორი ქვეყნის საკონსულოს სთხოვენ დახმარებას. 

გიორგი გრიგოლია მამასთან და ცოლ-შვილთან ერთად, უკვე 16 წელია უკრაინაში ცხოვრობდა. მასაც და მამამისსაც ორი ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ. ნათესავების ინფორმაციითვე, დაღუპულმა ცოლ-შვილი ომის დაწყებისთანავე  თურქეთში გაგზავნა, მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე საკონტაქტოც შეიცვალეს და ახლა გრიგოლიები ვერც მათ უკავშირდებიან.

გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარედ იბრძოდა

ავტორი: ემა გოგოხია, გუგა მაისურაძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი