20-წუთიან მონოლოგს, რომელსაც უკვე კალაძის "ფეიქ-მუშტი" შეარქვეს, არაფერი აქვს საერთო დეზინფორმაციის დამარცხებასთან. წესით პრობლემებით სავსე დედაქალაქში, არჩეულ მერს უამრავი საქმე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ჩვენი თანაქალაქელების პრობლემები კალაძისთვის მეათეხარისხოვანია მაშინ, როცა კრიტიკის მოთმენას დემოკრატიის საფასურად არ თვლის და საქმის ნაცვლად კალაძე ოპოზიციური არხებს მათ წინააღმდეგ ნადირობას მილიონნახევარი ლარით დაფინანსებულ პიარ ჯგუფს უპირისპირებს. ჯერჯერობით, რაც „სისხლიანი მერის“ პროექტად წოდებული გადაცემის საპასუხოდ გავიგეთ, ტელევიზიების ახალი სახელებია - „ცრუ მთავარი“, „ტყუილში პირველი“ და „სიცრუის ფორმულა“ ...
გადაცემა, რომელიც თავის მართლებას უფრო გავდა, ძირითადად იმას ამტიკიცებს, რომ კალაძეს ყველაფერს აბრალებენ, რომ არც ასეთი ავტოსადგომი არსებობს, არც გახსნამდე 10 დღით ადრე დატბორილი პარკი ყოფილა და არც შეუსაბამოდ მაღალი ფული გადაუხდიათ 50-თეთრიან პოლიეთილენის ჩანთებში. მაგრამ, რაც მთავარია, ეს ყველაფერი დროში უცნაურად ემთხვევა ზუსტად იგივე რიტორტიკით პარლამენტში ოპოზიციური არზების წინააღმდეგ დაწყებულ რეიდს და სუს-ში "მთავარი არხის" რესპონტენტების დაბარებას.
მარნეულელები არკინაზ გულიევა და ზანურა თალიბოვა ტელეკომპანია “მთავარის” სატელევიზიო სიუჟეტის გმირები არიან. შაბათის შემაჯამებელ გადაცემაში გასული სიუჟეტი სახელწოდებით “10 ათას ლარად ნაყიდი დიაგნოზი" - რესპონდენტები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ახლობლების მოწმობაში მათ კოვიდს ჩაწერას სთხოვდნენ და ფულს სთავაზობდნენ სანაცვლოდ. საქმე საბოტაჟის მუხლით დაიწყო.
როგორც მოსალოდნელი იყო, გამოკითხვიდან გამოსულებმა სულ სხვა ჩვენება მოგვცეს, მაგრამ სუს-ში "მთავარის" ჟურნალისტები ჯერ არ დაუბარებიათ.
ბოდიში, თქვენ დაწერეთ პოსტი? - ასე დაურეკეს სუს-იდან ჟურნალისტ ნინო ჭელიძეს და საბოტაჟის საქმეში ფეისბუკზე დაწერილი ერთი უწყინარი პოსტის გამო ჩართეს.
ნინო ჭელიძის სტატუსის ქვემოთ კომენტარის ავტორია "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მას შუაღამისას დაურეკეს, ჰკითხეს ეკუთვნოდა თუ არა კომენტარი მას და სუს-ში დაიბარეს.
რა ხდება ქვეყანაში. რითი შეიძლება ავხსნათ ჩვენი რესპონდენტების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სუს-ში დაბარება უწყინარი პოსტების გამო მაშინ, როცა ქვეყანაში თავისუფლდ გადაადგილდებიან დაქირავებული მკვლელები, ტერორისტები, კრიმინალები.
ხათუნა სამნიძე სუს-ის ზარს არჩევნებს უკავშირებს და მცდელობას, რომ რაც შეიძლება მეტი შიში დაითესოს წინასაარჩევნოდ. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი დაუკავშიროს ოპოზიციურ პარტიებს და ოპოზიციურად განწყობილ ტელევიზიებს. განსხვავებული აზრის ჯგუფებს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მთელ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოიყენებენ მათ წინააღმდეგ.
შიშს თესავენ. ჰაერში კა-გე-ბეს სუნი ტრიალებს! - ამბობენ სპეციალისტები.
უსაფრთხოების სპეციალისტები ადასტურებენ, რომ სუს-ში გამოძახებებიც და კალაძის ახალი გადაცემაც ერთმანეთთან კავშირშია და მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებამ მედიაზე ორკესტრირებული შტურმი გადაწყვიტა.
ფეიქ ნიუსებთან ბრძოლა და ყალბი ამბები არ არის ის სფერო, რითიც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია იამაყოს. მსოფლიოს ყველაზე დიდმა და გავლენიანმა სოციალურმა ქსელმა “ფეისბუკმა” საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ დაადანაშაულა სიყალბის გავრცელებაში. ეს 2019 წლის დეკემბერში და მაისში მოხდა. საერთო ჯამში წაიშალა ათასზე მეტი ფეიბუკ-პროფილი, გამოვლინდნენ ბოტების ქარხნის ლიდერებიც.
ფეისბუქ-განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს იყო საგანგებოდ შექმნილი ქსელი იმისთვის, რომ ყალბი ინფორმაცია გაევრცელებინათ და შეცდომაში შეეყვანათ მომხმარებლები. ამ ქსელის უკან საქართველოს ხელისუფლება იდგა.
ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაკითხვებზე დაბარება და მეორე მხრივ, დედაქალაქის მერის და მმართველი პარტიის გენერალური მდივნის დეზინფორმაციასთან გამოცხადებული ბრძოლა ერთი მედლის ორი მხარეა. ამ მედალს ერთადერთი სახელი აქვს - ცენზურა.