ბორჯომში დაპირისპირება გრძელდება - აქციის მონაწილეებმა მანქანებს კვერცხები ესროლეს

გამოქვეყნდა:

ბორჯომში დაპირისპირება გრძელდება. ცოტა ხნის წინ, ქარხანასთან ხმაური იყო.  ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ ქარხნიდან გამომსვლელი ტრანსპორტისთვის გზის გახსნა სცადა. აქციის მონაწილეებმა დაბურულმინებიან შკოდებს კვერცხები ესროლეს.

გაფიცულები ამბობენ, რომ ქარხანაში ხალხი ჩუმად შეჰყავთ.

 ბორჯომში ორივე ჩამომსხმელი ქარხანა ისევ პიკეტირებულია. გაფიცულები კომპანიის ტერიტორიაზე არ უშვებენ ავტომობილებსა და არც იმ დასაქმებულებს, რომლებიც პროტესტს არ უერთდებიან. 

ადგილზე საგანგებო მობილიზება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

გაფიცული თანამშრომლები კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, უკანონოდ გათავისუფლებული 50 თანამშრომლის სამსახურში აღდგენას და ადამიანურ სამუშაო პირობებს ითხოვს. კომპანიაში დასაქმებულებს 2 თვეზე მეტია, რაც ანაზღაურება არ აუღიათ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი