საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებულია

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით,  117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, მიღებულია.

კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 120-მა დეპუტატმა, შესაბამისად ქვორუმის მიღწევაზე პრობლემა არ შექმნილა. 

განხილვასა და კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას. "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ პოლიტპატპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერდნენ. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით, 23 ივნისს, 115 ხმით სამის წინააღმდეგ მიიღო. 

მანამდე კი პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო -
ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილიყო და ხელისუფლებას რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დროც მისცემოდა. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი