"კანდიდატის სტატუსი სიმბოლურია... ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ" - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი "სიმბოლური" მნიშვნელობისაა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში "მთავარი ღერძი" ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებია, რომელთა შესრულების კუთხითაც საქართველო უკრაინას და მოლდოვას "ყველა პარამეტრით უსწრებს".

"მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, მნიშვნელობა მაგრამ სიმბოლური მატარებელი. ანუ რეალურად, ამ სტატუსის მონიჭებით, რისი დიდი იმედიც მაქვს ჯერ კიდევ, ამ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გონივრულს, რომელიც ევროპის ინტერესებშიც არის და ჩვენს ინტერესებშიც და არ იქნება რუსეთის ინტერესებში. რა თქმა უნდა, ეს სტატუსი ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი ღერძი და გზამკვლევი არის ასოცირების შეთანხმება, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობა. აი, ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ - უკრაინას და მოლდოვას, არ მინდოდა შემედარებინა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას. მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით,  რომელიც 50%-ით არის უკვე შესრულებული. კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური მნიშვნელობის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი