რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს - კულტურის მინისტრი დარწმუნებით ამბობს, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი საპატიმრო დაწესებულებიდან ვერ დატოვებს.
წულუკიანი პრეზიდენტს ხალხის სახელით აფრთხილებს, რომ თუ ის გადაწყვეტილებას მიიღებს და შეიწყალებს პოლიტპატიმრებს, მაშინ პასუხი მოეთხოვება.
"დესტრუქციულ როლს ბიძინა ივანიშვილი კი არ თამაშობს, თქვენი [მთავარი არხის] აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის არ გათავისუფლდება, სანამ არ მოიხდის ყველა იმ სასჯელს, რომელიც უნდა მოიხადოს.
პრეზიდენტმა [შეწყალებაზე] გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება და შემდგომ ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის, რა თქმა უნდა, ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს, შეიძლება, არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, არ აქვს თითქმის არავითარი ფუნქცია საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება არის 100%-ით მის ხელში. ამიტომ, ველით, რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი და თუ ის მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისათვის პასუხს მოსთხოვს", - თქვა თეა წულუკიანმა.
იხილეთ ასევე: