გასვლითი სხდომა "ვივა მედში" - ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე განხილვა დღეს კლინიკაში გაიმართება. მესამე პრეზიდენტი საკუთარ პროცესს სასამართლო დარბაზის ნაცვლად სპეციალურად მომზადებულ პალატაში დაესწრება.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებისთვის გაუგებარია რის საფუძველზე მიიღო მოსამართლემ სხდომის კლინიკაში ჩატარების გადაწყვეტილება, მაშინ როცა მხარეებს ამ შუამდგომლობით არც მიუმართავთ. ადვოკატი ამბობს, რომ სხდომის "ვივა მედში" ჩატარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
"როგორც შეგვატყობინეს დღეს, მიმდინარე სხდომა გაიმართება გასვლით რეჟიმში, კლინიკის ტერიტორიაზე, მიხელ სააკაშვილის პალატაში. რაც ცოტა გაუგებარი და ჩემი აზრით უკანონო, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებაა, იმიტომ, რომ გასვლითი სხდომა იმართება მხარის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე თუ სასამართლო ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე გადავამოწმე სასამართლოში, ამ თემაზე არცერთ მხარეს შუამდგომლობა წარდგენილი არ აქვს", - თქვა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.
პროცესი 3 საათზეა ჩანიშნული.