ევროკომისიის გადაწყვეტილება ცნობილია - ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საქართველოს აძლევენ რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე, თუმცა არა კანდიდატობაზე:
"საქართველოს იგივე მისწრაფებები და პოტენციალი აქვს, რაც უკრაინასა და მოლდოვას. მისი აპლიკაცია არის ძლიერი, განსაკუთრებით ბაზრის ორიენტაციისა და ეკონომიკის კუთხითა და ძლიერი კერძო სექტორით. წარმატებისთვის ახლა ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად, რათა შეიქმნას ნათელი გზა სტრუქტურული რეფორმისკენ და ევროკავშირისკენ. ეს უნდა იყოს გეგმა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისა და ფართო პოლიტიკური მხარდაჭერით კონკრეტულად აღწერს აუცილებელ რეფორმებს. ამიტომ, ჩვენ მივმართავთ საბჭოს, რომ საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ შეაფასოს, როგორ აკმაყოფილებს ეს ქვეყანა პირობებს, სანამ მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს." თქვა ურსულა ფონ დერ ლეიენმა
ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.
იხილეთ ასევე: