ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ავტომობილი ორ ბავშვს შეეჯახა - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორ არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა - არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ბავშვი 7 წლისაა მეორე კი მასზე პატარა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა. ამ დროისთვის უცნობია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, რომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. 

[ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა]

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი