"შინ ევროპისკენ - მასშტაბურ აქციამდე 1 დღე დარჩა. ხვალ, 20 ივნისს, 20:00 საათზე დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიკრიბება ყველა, ვისთვისაც ევროპულ ოჯახში ყოფნა მნიშვნელოვანია.
აქცია მოძრაობა "სირცხვილიას" ორგანიზებულია და მას საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებიც უერთდებიან. აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ დაანახებენ დასავლელ პარტნიორებს ქართველი ხალხის ნებას და ასევე ხმამაღლა ეტყვიან "ქართულ ოცნებას", რომ მათი პოლიტიკა მოქალაქეებისთვის მიუღებელია
თბილისის პარალელურად 20 ივნისს ევროპული მარში ბათუმშიც გაიმართება . მოქალაქეები ცენტრალურ პარკთან 19:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობით ევროპის მოედნისაკენ გაემართებიან. აქციის მთავარი მიზანია მსოფლიო აჩვენონ ქართველი ხალხის ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ.
ფოტო: "სირცხვილია"